LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW-ს ავტომობილები კლიენტის სურვილის მიხედვით ფერს შეიცვლიან

204
bmw

კომპანია BMW მზადაა აწარმოოს ავტომობილები, ცვალებადი ფერის ძარით. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში სულ ორი პატენტია, რომელიც მანქანა-ქამელეონის გამოშვების უფლებას იძლევა: მათი ფერის შეცვლა მომენტალურად, საღებავის გამოყენების გარეშეა შესაძლებელი. ამასთან, ეს არამხოლოდ ექსტერიერს, არამედ სალონსაც ეხება, რამეთუ ინოვაციური საფარის დამონტაჟება ნებისმიერ სამ განზომილებიან ზედაპირზეა შესაძლებელი.

ანალოგიური ტექნოლოგიის გამოყენება იგეგმება ექსტერიერის ელემენტებთანაც, მაგალითად რადიატორის ბადესთან ან სარკის კორპუსთან, სალონის დეტალებთან.

სავარაუდოდ, BMW ამ მასალას მარტივად გამოყენებადს, თვითწებვადს გამოუშვებს და კლიენტებს საქმეს ბევრად გაუმარტივებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები