LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბევრმა არ იცის რომ ნათესავები ვართ“ – ქეით უინსლეტი ქალიშვილის სამსახიობო კარიერაზე ალაპარაკდა

202
page

45 წლის ქეით უინსლეტი იმ მსახიობთა რიცხვშია, ვინც საკუთარ პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. მას არც თავის შვილებზე უყვარს საუბარი.  ცოტამ თუ იცის, რომ  მის ოჯახში კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავია. საუბარია ქეითის 20 წლის ქალიშვილზე, მია ტრიპლტონზეა, მის მიერ შესრულებული როლების მიუხედავად, ბევრმა არ იცის, რომ ის „ტიტანიკის“ ვარსკვლავის ქალიშვილია.

ქეით უინსლეტი და მისი 20 წლის ქალიშვილი ჰემფშირის სანაპიროზე
„20 წელია მსუქანს მეძახიან და მაკრიტიკებენ“ – ქეით უინსლეტი

ცოტა ხნის წინ მსახიობი ამ თემაზე ხმამაღლა ალაპარაკდა, ის თვლის რომ ნათესაური კავშირის გარეშე მას კარიერის აწყობა უფრო გაუადვილდება.

„ბევრმა არ იცის რომ ნათესავები ვართ, ეს მისთვის კარგიცაა, მას როლებზე თავისი ნიჭის მიხედვით ამტკიცებენ,  ის რეპორტიორების რადარებიდანაც  დაკარგულია“, – განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

ცნობისთვის, ამომავალი ვარსკვლავის ფილმოგრაფია ჯერჯერობით მწირია, გოგონა 2020 წელს გამოსულ ფილმში „ჩრდილებში“ თამაშობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები