სამი თვის წინ, 48 წლის ბენ აფლეკი და 32 წლის ანა დე არმასი ერთმანეთს დაშორდნენ. ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ. ბენმა განშორება საკმაოდ რთულად გადაიტანა. ის სახლიდან არ გადიოდა და „ფასტ ფუდს“ მიეძალა.
წვერმოშვებული, სასოწარკვეთილი და „ფასტ ფუდ-დამოკიდებული“ – ბენ აფლეკის დიდი დეპრესია გრძელდება
ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ წარუმატებელი სასიყვარულო კავშირიდან სამ თვეში ბენი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. დასავლური მედიის ცნობით, მსახიობი ბოსტონში იმყოფება და მზადაა გადაღებებს შეუდგეს, ის თავის მეგობრათან, მსახიობთან და რეჟისორთან, ჯორჯ კლუნთან ითანამშრომლებს.
„განშორებიდან სამ თვეში მან ნუგეში ჯორჯ კლუნში იპოვა, ისინი დიდი ხნის მეგობრები და კოლეგები არიან. ბენი მზადაა ჯორჯთან ერთად საქმეს შეუდგეს“, – აცხადებს ინსაიდერი.