LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის „პანდემიური ამბორი“

418
safe-image

47 წლის ბენ აფლეკი კვლავ შეყვარებულია. უკანასკნელ პერიოდში ის და მისი ახალი სატრფო, „ბონდის გოგონა“, ანა დე არმასი არაერთხელ ვიხილეთ. თუკი ისინი ადრე  კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციის პირობებს არღვევდნენ და გარეთ, პირბადეების გარეშე სეირნობდნენ, ახლა, როგორც ჩანს, წყვილს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა  ჩაერთო.

ფოტო: ბენ აფლეკი და ანა დე არმასი თვითიზოლაციის პირობებს კვლავ არღვევენ

წყვილმა ერთმანეთი ახალი ფილმის, „ღრმა წყლების“ გადაღებებზე გაიცნო.

პაპარაცებმა წყვილი ნიღბებით მოსეირნე დააფიქსირეს, უფრო მეტიც, ბენ აფლეკი და ანა დე არმასი ერთმანეთს პირბადეებით კოცნიდნენ. აღნიშნულმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი მათ ყველაზე ლამაზ წყვილს უწოდებს, ზოგიც აკრიტიკებს.

„წყვილი, რომელმაც მსოფლიო დაღალა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები