„არმაგედონისა“ და „ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავური წყვილის ირგვლის მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას შემდეგ, რაც ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის რომანი დადასტურდა, წყვილის შესახებ უამრავი მასალა დაიბეჭდა. ტაბლოიდების ცნობით, ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა ბენ შვილებისთვის ახალი შეყვარებულის გაცნობა აუკრძალა. გარნერი მიიჩნევს, რომ ანა დე არმასი მისმა შვილებმა მას შემდეგ უნდა გაიცნონ, რაც მათი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს.
ჯენიფერ გარნერმა ბენ აფლეკს შვილებისთვის ახალი შეყვარებულის გაცნობა აუკრძალა
ბოლო დროს პაპარაცები ხშირად ხედავენ შეყვარებულ წყვილს ერთად.
თუმცა, შეყვარებულ წყვილს არც სკანდალური განცხადებები და არც კარანტინი ადარდებთ. ვარსკვლავური წყვილი პაპარაცების ფოტოობიექტივში კვლავ მოექცა. 31 წლის ანა დე არმასი და 47 წლის ბენ აფლეკი ჩახუტებულები დასეირნობდნენ.
„ბონდის გოგონას“ „გუჩის“, 2 600 დოლარად შეფასებული სპორტულები და „ივ სენ ლორანის“ 525 დოლარიანი სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებდა.
შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი ახალი ფილმის, „ღრმა წყლების“ გადაღებებზე გაიცნო.