ახლახანს ახალი ჭორები გავრცელდა ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის შესაძლო შერიგებასთან დაკავშირებით.
ამის მიზეზი „ოქროს გლობუსზე“ „ბონდის გოგონას“ ყელსაბამი გახდა. ანას სწორედ ის სამკაული ეკეთა, რომელიც ბენთან სეირნობისას ხშირად ეკეთა ხოლმე.
გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე საათში ანა „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა. მან „სთორიზე“ სიტყვა „არა“ რამდენჯერმე დაწერა. საზოგადოება ფიქრობს, რომ მსახიობმა ამით გავრცელებულ ჭორს უპასუხა.