LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბელა ჰადიდს ადელიც შეუერთდა – არტისტი მენტალურ ჯანმრთელობაზე ალაპარაკდა

370
page

ბოლო პერიოდში საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე სულ უფრო და უფრო მეტი ცნობილი ქალბატონი საუბრობს. ცოტა ხნის წინ 25 წლის მოდელმა, ბელა ჰადიდიმ ემოციური ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ტირის.

ფოტო: „ეს შენ ჩემგან, იცოდე რომ მარტო არ ხარ“ – ბელა ჰადიდი ემოციურ „პოსტს“ ავრცელებს

ახლახან კი მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ადელმა გამოცემა „როლინგ სტოუნის“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუში ვარსკვლავი საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ალაპარაკდა.

მისი განცხადებით, ის რთულ პერიოდში საწოლზე იყო მიჯაჭვული და სერიალ „სოპრანოს კლანს“ უყურებდა. ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა.

„ვიცოდი, რომ საწოლიდან აუცილებლად უნდა ავმდგარიყავი, თუმცა ამას ვერ ვახერხებდი, თითქოს ერთ ადგილზე მიჯაჭვული ვიყავი. ჩემს შფოთვას მხოლოდ სერიალის ყურება შველოდა“, – აცხადებს 33 წლის მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები