LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ბიჭუნას სკოლიდან: „როგორ გაუხარდებოდა დათას, ახლა საკუთარ ნახატს რომ ხედავდეს მთელ კედელზე…“

8628
დათა შომახია მთავარზე

ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული 12 წლის დათა შომახიას ნახატი მესამე საჯარო სკოლაში გამოიფინა. შესაბამისი ფოტოები სკოლის გვერდზე ეკატერინე ბაგრატიონმა გამოაქვეყნა და დაწერა:

„პირველი, რამაც გამიელვა თავში იყო – როგორ გაუხარდებოდა დათას, ახლა საკუთარ ნახატს რომ ხედავდეს  მთელ კედელზე, საყვარელი სკოლის კედელზე.

უღრმესი მადლობა ქალბატონ იანა ჩადუნელს ამ იდეის განხორციელებისათვის ?

სულ ჩვენთან ხარ #დათა… სულ გვახსოვხარ…“

დათა დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს: საქართველოს ახალგაზრდული აკადემია

ეს იმ დათა შომახიამ დახატა, ვინც გუშინ ზუსტად ასე ჩაჰკიდა ხელი დედას და სამუდამო გზას გაუყვა: მაია ვარშანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები