ერთი ავტომობილისთვის მეორეს დეტალების გადანერგვა საკმაოდ პოპულარული გასართობია. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი რომ ეს საქმიანობა არამხოლოდ ენთუზიასტი ავტომოყვარულების გასართობია, არამედ ხშირ შემთხვევაში გამოუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ქუჩებში შეხვდებით პირველი თაობის Volkswagen Golf–ს რომელსაც მეორე თაობის Golf–ის ცხვირი აქვს. მოდელი ავტოფარეხში აწყობილი ფრანკენშტეინი არ გეგონოთ, სინამდვილეში ქარხნული ნაწარმია.
ავტოჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ პლასტიკური ქირურგიით შექმნილი ყველაზე გამორჩეული ავტომობილები შეეგროვებინათ და აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოში ასეთი მანქანები საკმაოდ მრავლადაა.