განსაკუთრებული მანქანები, რომელთაც მდიდარი ისტორია აქვთ, გასაყიდად ლამის ყოველდღიურად გამოდის, ზოგჯერ კი აუქციონებზე მთელი კოლექციები იყიდება. ასეთ საგანძურს ემშვიდობებიან ის მეპატრონეები, ვისაც კოლექციის მოვლა- პატრონობის უნარი აღარ აქვს, ანდაც მემკვიდრეები რომლებსაც კლასიკური მოდელების მიმართ არც თუ ისე დიდი ინტერესი გააჩნიათ.
ყველაზე ხშირად ასეთ ავტომობილებს ცალ-ცალკე ყიდიან, ზოგჯერ კი ყველას ერთადაც. როგორც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით შეძლებულ კოლექციონერებს ეძლევათ შანსი, რომ ერთდროულად რამდენიმე უნიკალური რარიტეტი შეიძინონ, რომელთა შორისაც – უნიკალური ეგზემპლარები, ტრიუმფალური სარბოლო ბოლიდები და სახელმწიფოს პირველი პირების ტრანსპორტია.