LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ავთანდილ ცქვიტინიძის დოპლომატი მეუღლე ოფიციალურ შეხვედრაზე კვლავ დახვეწილად ჩაცმული წარდგა

152
ხათუნა თოთლაძე

გასაკვირი არ არის, რომ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თოთლაძე საზოგადოების წინაშე ყოველთვის საოცრად დახვეწილი და გემოვნებიანი სამოსით ჩნდება. როგორც ცნობილია, დიზაინერი მეუღლე მას ხშირად უქმნის სამოსს, თუმცა ხათუნას ასევე დიდი სიყვარული აკავშირებს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და მის მდიდრულ გარდერობს ყოველთვის ამშვენებს საინტერესო ნივთები.

ხათუნა თოთლაძის ჩაცმულობა, პროფესიიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ძირითადად, კლასიკურ სამოსს უკავშირდება.

ახლახან საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან – ნიკოლ დე მურთან.

შეხვედრაზე ხათუნა თოთლაძეს შავ კლასიკურ შარვალთან შეხამებული ჰქონდა თეთრი ფერის პიჯაკი, რომელსაც შავი ქამარი ამშვენებდა.

ფოტო: ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლის, ხათუნა თოთლაძის ოფიციალური ჩაცმულობა დახვეწილობის ეტალონია

ფოტო: ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლის მოდური ჩაცმულობა ოფიციალურ შეხვედრაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები