Spotify-მ 2021 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები, სიმღერები და ალბომები დაასახელა. გაირკვა, რომ მელომანები მსოფლიო მასშტაბით, მუსიკალურ სერვისს ხშირად ისეთი არტისტების მოსასმენად სტუმრობდნენ, როგორებიც: Bad Bunny, ტეილორ სვიფტი, BTS, დრეიკი, ჯასტინ ბიბერი, the Weeknd, J Balvin, არიანა გრანდე, ოლივია როდრიგო და 21 წლის ასაკში გარდაცვლილი ამერიკელი რეპერი – Juice WRLD არიან.
სტრიმინგ პლატფორმის ჩამონათვალში, საუკეთესო სიმღერებს შორის პირველობა არავის დაუთმო ოლივია როდრიგოს სადებიუტო სინგლმა – Drivers License.
ტოპ ალბომების სიასაც 18 წლის ამერიკელი ვარსკვლავის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Sour ლიდერობს, რომლის რელიზი 21 მაისს შედგა.