კომპანია Audi–მ 40 წუთიანი ვიდეო–რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ელექტრონული სედანის e-Tron GT–ს წარმოებაზე ისაუბრა. სპორტქარი, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, ბრენდის პირველი სრულად ელექტროფიცირებული მოდელი გახდება და მას გერმანიაში ააწყობენ.
ისევე როგორც სხვა მსოფლიო ავტომწარმოებლები, კომპანია „აუდი“ ცდილობს რომ წარმოების პროცესში ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენოს, რომელიც გარემოს მინიმალურ ზიანს მიაყენებს. სწორედ ამიტომ, სპორტქარის წარმოება ბრენდის ყველაზე ტექნოლოგიურ საწარმოში Böllinger Höfe–ში დაიწყეს.
საწარმოში იყენებენ ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას, რომელსაც განახლებადი წყაროებისგან იღებენ. გარდა ამისა, წარმოების დროს მხოლოდ რობოტიზირებულ ტექნიკას მოიხმარენ და მავნე გამონაბოლქვიც თითქმის მინიმუმამდეა შემცირებული.
ამჟამად აღნიშნულ ქარხანაში რამდენიმე მოდელს – A6–ს, A7–ს და A8–ს აწყობენ. E-Tron კომპანიისთვის პირველი სრულად ელექტრონული ავტომობილი გახდება.
მოდელი იმ ფაქტის გამოცაა უნიკალური, რომ მისი წარმოება პრემიერამდე დაიწყო. კომპანია სიახლის შესახებ ყველა დეტალს საიდუმლოდ ინახავს. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ e-Tron GT მიიღებს ორ ელექტროძრავს და მათი საერთო სიმძლავრე 580 ცხენის ძალა იქნება.