LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Aston Martin-ის უნიკალური კროსოვერი გასაყიდად გამოიტანეს

116
5888c695077115a8131f27bb47887952

გასაყიდად გამოიტანეს თავის სერიაში ერთადერთი Lagonda Concept LUV. პროტოტიპის დებიუტი 2009 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა და წესით სერიულ მოდელად უნდა გადაქცეულიყო. ჩანაფიქრის მიხედვით, ავტომობილი არაბ შეიხებზე უნდა გაესაღებინათ.
კროსოვერმა ძრავა V12 მიიღო და Aston Martin-ისა და Mercedes-Benz-ის თანამშრომლობის პირველ მაგალითად გადაიქცა.

თუკი მოდელი მართლაც გახდებოდა სერიული, ის ბრენდ Lagonda-ს განვითარებად ბაზრებზე, ისეთზე როგორიცაა – რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი, ლათინური ამერიკა და ინდოეთი, საპატიო ადგილის დაკავებაში დაეხმარებოდა.

თუმცა, პრემიერის შემდეგ ყველგანმავალი სადღაც გაქრა და საჯაროდ პირველად 2019 წელს გამოჩნდა. ამჟამად უნიკალური ავტომობილი ონლაინ-აუქციონის ლოტებს შორისაა და მინიმალური ფასის დასახელების გარეშე იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები