როგორც ცნობილია, „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კუთვნილ კომპანია, Blue Origin-ზე საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს. კოსმოსური სადგურის სახელწოდება Orbital Reef (ორბიტალური რიფი) იქნება და ის კოსმოსში ბიზნეს-საქმიანობისთვის იქნება განკუთვნილი.
ახლახან მომავალი სადგურის ფოტოები გავრცელდა, სადგურის ფართობი 3 000 კვ.მ. იქნება და ის 10-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი, მისი მშენებლობა 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ კოსმოსურ სადგურზე კვლევით დაწესებულებებთან ერთად ლაბორატორიებიც განთავსდება, იქ შესაძლებელი გახდება საკვები პროდუქტების მოყვანა და მცენარეების გაზრდა.