Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ფოტო: ასაკი მხოლოდ ციფრებია – 50 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებმაც წლები დაამარცხეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ასაკი მხოლოდ ციფრებია – 50 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებმაც წლები დაამარცხეს

10065
page

ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია და გული არ ბერდება, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მაინც გვსურს, რომ ჩვენი გარეგნობა შინაგან ასაკთან იდენტური თუ არა, მიახლოებული მაინც იყოს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ესთეტიკური მედიცინის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ცნობადი სახეები მუდამ კარგად გამოიყურებიან, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რამ, ეს შინაგანი სილამაზეა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.

„ფორტუნა პლუსი“ გთავაზობთ 10 ცნობილ ქალბატონს, რომლებმაც წლები დაამარცხეს და ყველასთვის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაციონალურ კვებასა და შინაგან სილამაზეს.

 

ჯენიფერ ლოპესი

ალბათ გასაკვირი სულაც არ არის რომ ჩვენს სიაში 51 წლის მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე და „ბიზნესვუმენი“, ჯენიფერ ლოპესია. დაგვეთანხმებით, რომ ის დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდება. ამის მიზეზად ჯეი ლო ჯანსაღი ცხოვრების წესს, ფიზიკურ აქტივობებსა და ბუნებრივი კომპონენტებისგან შექმნილ თავის მოვლის საშუალებებს ასახელებს.

[related_gallery id=”521810″ style=”style_1″]

 

სანდრა ბულოკი

56 წლის სანდრა ბულოკი ცხოვრებაშიც „მის კონგენიალურობაა“. მართალია ის წინამორბედისგან განსხვავებით არც თუ ისე ხშირად უწევს საკუთარ ფორმებსა და ვიზუალს დემონსტრირებას, თუმცა რეგულარულად ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება.

[related_gallery id=”521885″ style=”style_1″]

 

ნაომი კემპბელი

დიახ, ბუნებრივია, ტოპ-მოდელი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა ის, რაც ნაომი კემპბელმა მოახერხა, მართლაც საოცარია. 50 წლის ასაკში ის ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც თავბრუდამხვევი კარიერის საწყისებში. გარდა ჯანსაღი კვებისა და სპორტდარბაზებში გატარებული საათებისა, მოდელს სახის კანის მოვლის სპეციფიკური სქემაც აქვს შემუშავებული.

„სახის დაბანის შემდეგ, ყინულიანი წყალი მიიპკურეთ. სახეზე მოძრაობები კი ქვევიდან ზევით მიმართულებით  გააკეთეთ“ – აცხადებს ვარსკვლავი.

[related_gallery id=”521819″ style=”style_1″]

 

ჰოლი ბერი

54 წლის ჰოლი ბერი გარდა ფიზიკური სიჯანსაღისა, სულიერ ჰარმონიაზეც ზრუნავს. ვარსკვლავი იოგათი აქტიურადაა დაკავებული. რაც შეეხება მის კვებას, მის რაციონში ძირითადად ხილი და ბოსტნეული შედის.

[related_gallery id=”521874″ style=”style_1″]

 

სელმა ჰაიეკი

მართალია, 54 წლის სელმა ჰაიეკი გულახდილად აღიარებს, რომ თვითიზოლაციაში ყოფნისას წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად მისი ქალური ფორმებია მისი სავიზიტო ბარათი. მსახიობს მადიანად კვება უყვარს, თუმცა პარალელურად ამისა, აქტიურად ვარჯიშობს, ის ცურვითაა დაკავებული.

[related_gallery id=”521861″ style=”style_1″]

 

ნიკოლ კიდმანი

არსებობს მითი, რომლის თანახმადაც წითურ ქალბატონებს ასაკი გვიან ეტყობათ. აღნიშნულ თეორიას 53 წლის ჟღალთმიანი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი ნამდვილად ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავს ზედმეტი წონა არასდროს აწუხებდა, მას დღემდე მოდელის სხეული აქვს შენარჩუნებული. რაც შეეხება მის ფიზიკურ აქტივობას, კიდმანი ჩინებული მოცურავეა და უზადო ფორმის შენარჩუნებას სწორედაც ცურვით ცდილობს.

[related_gallery id=”521854″ style=”style_1″]

 

ელიზაბეტ ჰერლი

55 წლის ელიზაბეტ ჰერლი ცხოვრებაშიც ჯადოსნური ძალის მფლობელია. „სურვილით დაბრმავებულის“ ვარსკვლავს განსაცვიფრებლად უზადო სხეულის ფორმები აქვს, რომელიც გულახდილ დემონსტრირებასაც არ ერიდება. მუცლის პრესი, მკვრივი ფეხები –  მისი სხეულის ფორმები საქვეყნოდ აღიარებულია.

[related_gallery id=”521848″ style=”style_1″]

 

მადონა

ახლა კი მოდით 60 წელს გადაცილებული ქალბატონების სამეულიც განვიხილოთ. სიის სათავეში პოპ-დედოფალი, ლუიზა ჩიკონე, იგივე მადონა მოხვდა. რომელიც 63 წლის გახლავთ და საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება. ჩვენ არც მისი სილამაზის საიდუმლოს შესახებ გვსმენია სადმე, არც ფოტოები გვინახავ აქტიურად მოვარჯიშე არტისტის, თუმცა ფაქტია, ვარსკვლავი  თინეიჯერივით გამოიყურება.

[related_gallery id=”521836″ style=”style_1″]

 

შერონ სტოუნი

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი, შერონ სტოუნი ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ მოხვდა გლამურული ჟურნალების გარეკანზე. ის საოცარ ფორმაშია. და თანაც აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსახიობს არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული და არც ინექციური პროცედურების დიდი მოყვარულია.

[related_gallery id=”521828″ style=”style_1″]

 

მიშელ პფაიფერი

და ბოლოს, შეუდარებელი მიშელ პფაიფერი. ისიც, მისი წინამორბედის მსგავსად ახალგაზრდობის ხელოვნურად შენარჩუნებას არ ცდილობს, თუმცა აქტიური ვარჯიშის მომხრეა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მას მომატებული წლები უხდება კიდეც.

[related_gallery id=”521868″ style=”style_1″]