ამერიკელმა დაგ რედენიუსმა ჯეიმს ბონდის ფილმებში გადაღებული ავტომობილების ყველაზე დიდი კოლექცია შეაგროვა. საინტერესოა, რომ დაგი თავიდან კოლექციონერობაზე სულაც არ ფიქრობდა. როგორც გამოცემა The Drive იუწყება, ყველაფერი წყალქვეშა აპარატი Neptune-ით დაიწყო და შემდეგ ათეულობით მოდელი დაემატა. ამერიკელი გაჩერებას არც მომავალში გეგმავს.
1992 წელს რედენიუსმა აღმოაჩინა, რომ წყალქვეშა აპარატი Neptune იყიდებოდა. ფილმის შემდეგ მოდელი ნიუ-იორკის მუზეუმს აჩუქეს, თუმცა ამ უკანასკნელმა მოზრდილი ექსპონატის შენახვა არ ისურვა. რედენიუსი ორ მეგობარს შეუამხანაგდა და „ნეპტუნი“ 3 ათას დოლარად გამოისყიდა.
უჩვეულო შენაძენის შესახებ ჭორები მალევე გავრცელდა და მამაკაცით ჟურნალისტები და სხვადასხვა საგამოფენო ცენტრები დაინტერესდნენ. ამის შემდეგ მომავალმა კოლექციონერმა ერთ-ერთ კომპანიასთან დადო კონტრაქტი და 29 წლის განმავლობაში 41 ექსპონატის შეძენა და შეკეთება მოასწრო.
ბონდიანას ავტომობილები ბევრ ავტომოყვარულს აინტერესებს, ამიტომ დაგი სხვადასხვა მუზეუმთან ხშირად თანამშრომლობს.