„ჯეოსტარის“ მონაწილე, მომღერალი თიკა მახალდიანი გაბედნიერდა. მან შოუბიზნესის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში რჩეულზე, თემო პირველაშვილზე იქორწინა. აშკარაა, რომ თიკა ძალიან ბედნიერია და ამას სოციალურ ქსელშიც გამოხატავს. მისმა მეუღლემ დადო ფოტო საძინებლიდან, ქორწილის მეორე დილას და სალომე ბაკურაძის მეუღლეს, ლაშა ბასლანძესაც მიუხმო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა… დასალევად. „ვინც არ მოვიდეს ჩემთან…“, წერს თემო.
ლაშა ბასლანძე ამ მიპატიჟებას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „ქორწილის პირველ ღამეს რატომ უნდა მოვსულიყავით?“
ფოტოს კიდევ ერთი მეგობარი გამოეხმაურა: „კარგია, რომ ხალათში ხარ და „დალშე“ ფოტოებს ნუღა დადებ…“
თემომ მეგობრებს ასე უპასუხა: „ყველა ვერ მოგნიშნეთ, მაგრამ მოდით, დალევა მინდა, ხალხი არ ხართ?“