LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ადელმა სილვესტერ სტალონეს მეგა-სახლი 58 მილიონ დოლარად შეიძინა – სტუმრად ვარსკვლავთან

428
Capture

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ადელისთვის გასული წელი საოცრად ნაყოფიერი  იყო. მას ახალი გულისწორი ჰყავს, მისმა ახალმა ალბომმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი ადელის 30 გახდა – ნახეთ ყველაზე პოპულარული ალბომების ტოპ-10

ფოტო: მოკლე ქვედაბოლო და ჩექმა – ადელის საოცარი გარდასახვა და ახალი შეყვარებული

სიახლეები მის ცხოვრებაში გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არტისტმა სილვესტერ სტალონესგან ბევერლი-ჰილსზე მდებარე მეგა-სახლი 58 მილიონ დოლარად შეიძინა.

ორსართულიანი შენობა 18 587 კვადრატულ მეტრ მიწაზეა გაშენებული. ეზოში სარეკრეაციო ზონაა, უზარმაზარი აუზი სულ მწვანეშია ჩაფლული და მისგან ქალაქზე საოცარი პანორამული ხედი იშლება. სახლში  საოჯახო კინოთეატრი, საბილიარდო და სპა-ცენტრია.

სტუმრად ვარსკვლავებთან 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები