აჭარის მაღალმთიანეთში ულამაზესი ღორჯომის ხეობაა, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალის გააჩნია. ინფორმაციასა და ფოტომასალას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სოფელი ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქტიტექტურით გამოირჩევა, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები.
სოფელში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. გამორჩეულია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის, ხუთგუმბათოვანი მეჩეთი და დავლაძეების უბნის კასკადოვანი ჩანჩქერები. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი ხეობაა აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დიდ მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგდასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.