LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აჭარაში 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვებას მალე შეძლებთ – პროექტი სრულდება

120
124262884-2875688736037401-6619037895236732874-o

უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ კანიონინგის ინსტრუქტორებად უჩხოს ხეობაში გიდები შეირჩნენ, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში გაიარეს.

ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება მალე შეეძლებათ. უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები