ლეგენდარული ფილმის, „კრავთა დუმილის“ გამოსვლიდან 30 წელი გავიდა. შეუძლებელია მაყურებელზე ჰანიბალ ლექტერისა და აგენტის სიღრმისეულ, ფსიქოლოგიურ საუბრებს არ ემოქმედა. მთავარი როლები ენტონი ჰოპკინსმა და ჯოდი ფოსტერმა იდეალურად მოირგეს.
მრავალი წლის შემდეგ ფილმის იუბილეს აღსანიშნავად მსახიობები ონლაინ გადაცემაში შეიკრიბნენ და ფილმი გაიხსენეს.
„აღნიშნულმა ფილმმა ორივე ჩვენთაგანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა“, – განაცხადა 58 წლის ჯოდიმ.
„დიახ, ეს ნამდვილად ასეა,“– დაეთანხმა ჩვეული დამაჯერებელი საუბრის მანერით 83 წლის ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰიპკინსი, რომელმაც გადაცემაში თავისი პერსონაჟი კულტურულ, ისტორიულ ჭრილში განიხილა.
ცნობისთვის, აღნიშნული როლების შესრულებისთვის ენტონი ჰიპკინსი და ჯოდი ფოსტერი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ მფლობელები გახდნენ.