80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება – მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა ბებიასა და ბაბუას ოცნება აუსრულა.
მსახიობის და ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის მშობლებს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, სოსო გოგიჩაიშვილსა და რუსთაველის თეატრის მსახიობს ნანა დათუნაშვილს, შვილიშვილმა პარიზში მოგზაურობის ბედნიერი დღეები აჩუქა. ამის ამსახველი ფოტოები ნინიმ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა.
“ისეთი ბედნიერი ვარ! მთელ სამყაროს იმსახურებენ !!! რაც მათ აქვთ გაცემული ათასმაგად მინდა დაუბრუნდეთ ყველაფერი!”,-დაწერა კომენტარებში ნინის დამ, ნანუკა გოგიჩაიშვილმა.