ლეგენდარული მუსიკოსი, სერ პოლ მაკკარნტნი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ის ვარჯიშობს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. The Beatles-ის წევრი სანაპიროს ხშირად სტუმრობს. წლის დასაწისში, ვარსკვლავმა დღესასწაულები ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად, კარიბის ზღვის სანაპიროზე გაატარა. ის ენერგიულად ებრძოდა ტალღებს და საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა.
ახლა კი მუსიკოსი პაპარაცებმა ჰემპტონის სანაპიროზე დააფიქსირეს, ვარსკვლავი ზაფხულის უკანასკნელ დღეეებს სანაპიროზე მარტი ატარებდა. 78 წლის პოლს ლურჯ ტონებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტიუმი ეცვა.
ცნობისთვის, ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის წევრები, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი ერთობლივ მინი-ალბომს გამოუშვებენ. აღსანიშნავია, რომ არტისტებმა უკვე ჩაწერეს კომპოზიციის A Beautiful Night ახალი ვერსია.
მაკკარტნის განცხადებით, ის დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა რინგო სტარს, ერთობლივი ალბომის შექმნას და აი, როგორც იქნა, ლივერპულელი ოთხეულის წევრები კვლავ გაერთიანდებიან.