ოსკაროსანი დაიან კიტონი მუდამ დახვეწილი სტილითა და გემოვნებით გამოირჩევა, როგორც ფილმებში, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც. ამჯერად 75 წლის მსახიობი სანტა-მონიკას ქუჩებში სეირნობისას გადაიღეს. ვარსკვლავი თავის ოქროსფერ რეტრივერს ასეირნებდა.
კიტონი საოცრად დახვეწილად გამოიყურებოდა. მას შავი პალტო და დიდი ზომის ქუდი ამშვენებდა, რომელსაც თავისუფალი სტილის, კუბოკრული შარვალი შეუხამა.