„ვენეციის კინოფესტივალის“ გახსნამდე, „დოლჩე და გაბანამ“ შთამბეჭდავი ჩვენება მოაწყო, სადაც უამრავი ვარსკვლავი იყო მიწვეული. მათ შორის შერონ სტოუნი, ჯენიფერ ლოპესი, ჰელენ მირენი და მონიკა ბელუჩი.
ყველა დაჩრდილა – 52 წლის ჯეი ლოს „მეფური“ გამოჩენა „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე
დეფილეს დაწყებამდე პაპარაცებმა 56 წლის მონიკა ბელუჩის გადაღება მოახერხეს. შავ, ყოველდღიურ ტანისამოსში გამოწყობილი ვარსკვლავი ვენეციის ქუჩებში მარტო სეირნობდა. მოგვიანებით მას დევაც შეუერთდა. „ალტა-მოდაზე“ დევა შოუში მოდელის სტატუსით მონაწილეობდა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეში ახალი ფრანგული კომედიის, „ფანტაზიების“ პრემიერა შედგება, სადაც ბელუჩის პარტნიორობას კაროლ ბუკე გაუწევს. ისინი არატრადიციული ორიენტაციის წყვილის როლს მოირგებენ.
შეყვარებული წყვილი – 56 წლის მონიკა ბელუჩი 63 წლის კაროლ ბუკე Paris Match-ის გარეკანზე