სულ ცოტა ხნის წინ, 55 წლის სარა ჯესიკა პარკერი და 58 წლის მეთიუ ბროდერიკი ჰემპტონის სანაპიროზე დააფიქსირეს. „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი თავისუფალი სტილის, თეთრ კაბაში საოცრად გამოიყურებოდა. საზოგადობის ყურადღების ცენტრში მისი მეუღლე, მეთიუც მოექცა, აღსანიშნავია, რომ მსახიობი წონაში საგრძნობლადაა მომატებული.
შეგახსენებთ, მაისში ვარსკვლავურმა წყვილმა, ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნა, ისინი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილადაა აღიარებული. პარკერსა და ბროდერიკს სამი შვილი, 17 წლის ვაჟი და 10 წლის ტყუპი ქალიშვილები ჰყავთ.