LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 54 წლის ჰოლი ბერიმ ახალი სატრფო გამოაჩინა

262
safe-image

ივლისში, 54 წლის მსახიობმა, ჰოლი ბერიმ „ინსტაგრამ“-გამომწერები საგონებელში ჩააგდო.  ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, ფოტოზე აღბეჭდილია საწოლში მყოფი მამაკაცის ფეხები. ფოტო კი ასე დაასათაურა: „კვირა დღის სიამოვნება“. მსახიობის გამომწერებმაც ჩათვალეს, რომ ბერის ახალი მამაკაცი ჰყავს და არც შემცდარან.

ფოტო: საწოლში გადაღებული ფოტოთი ჰოლი ბერიმ საზოგადოებას მიანიშნა, რომ ის მარტო არ არის

მსახიობმა ახალი სატრფო გამოაჩინა. ჰოლიმ „ინტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც მაისურით პოზირებს, მაისურს ამერიკელი მომღერლის, ვან ჰანტის სახელი აწერია. შემდეგ ფოტოზე კი ვარსკვლავი უკვე თავის ახალ რჩეულთან ერთად არის აღბეჭდილი.

მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ბერის ახალი გულისწორი. ვან ჰანტი 50 წლისაა, მან სადებიუტო ალბომი 2004 წელს გამოუშვა, 2007 წელს კი „გრემის“ მფლობელიც გახდა. მომღერლის პირად ცხოვრებაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება.

რაც შეეხება ჰოლის, ის სამჯერ იყო გათხოვილი, მისი მეუღლეების რიცხვში ბეისბოლისტი დევიდ ჯასტისი, მუსიკოსი ერიკ ბენე და მსახიობი ოლივიე მარტინესი არიან. გაბრიელ ორბისთან კი მსახიობს 12 წლის ქალიშვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები