LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 54 წლის ჰოლი ბერი სპორტული ტანისამოსის სარეკლამო კამპანიაში შეუდარებელია

120
Untitledfdsae

ოსკაროსანი მსახიობი, ჰოლი ბერი სპორტით აქტიურადაა დაკავებული და შედეგიც სახეზეა, 54 წლის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია. სულ ცოტა ხნის წინ ბერიმ  სპორტული ტანისამოსის, Sweaty Betty სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. მან სხეულზე მომდგარი სავარჯიშო ლეგინსები და ტოპი მოირგო, რომელშიც ნავარჯიშევი მუცლის პრესს გაუკეთა დემონსტრირება.

შეგახსენებთ, მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა მუსიკოსს,  ვან ჰანტს ხვდება. წყვილი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს, ის საოცრად შეყვარებულია და გრძნობების გამომჟღავნებას არც სოციალურ ქსელში ერიდება. ცნობისთვის, წლევანადელ „ოსკარებზე“ ის წითელ ხალიჩაზე რჩეულთან ერთად  პირველად გამოჩნდა.

51 წლის ჰოლი ბერი ,,ოსკარზე” ახალი შეყვარებულითა და ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა

ფოტო: „შენ ჩემი სუპერვარსკვლავი ხარ“ – ჰოლი ბერი ყურებამდეა შეყვარებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები