LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 30 კილოს დაკლების შემდეგ რებელ უილსონი „კრუელა დევილად“ გარდაიქმნა

339
39448980-0-image-a-183-1613658469284

როგორც ცნობილია, 40 წლის რებელ უილსონი სერიალში Pooch Perfect მონაწილეობს. გადაღებები უკვე განახლდა. ახლახანს მსახიობმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ფოტოები გაუზიარა, სადაც ის წონაში საგრძნობლად დაკლების შემდეგ „კრუელა დევილის“ იმიჯით პოზირებს.

მას დიდი ზომის პარიკი უკეთია და „გუჩის“ შავი, სხეულზე მომდგარი კაბა აცვია.

ცნობისთვის, ვარსკვლავმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 30 კილო დაიკლო, ახლა უკვე მისი ცნობა შეუძლებელია. რამდენიმე თვის წინ კი ის მილიონერ მეუღლეს, ჯეიკობ ბუშეს დაშორდა.

შეგახსენებთ, 2021 წელს უამრავი კინოპრემიერა გველოდება, მათ რიცხვში „დისნეის“ კრუელაცაა.  ცნობილი მულტფილმის „101 დალმატინელის პრიქველში მთავარ როლს ოსკაროსანი ემა სტოუნი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები