წინასაშობაო განწყობის შესაქმნელად უამრავი ადამიანი იმ ფილმებს უყურებს, რომლებიც მას სწორედ აღნიშნულ დღესასწაულებს ახსენებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ასეთი ფილმი სწორედ „ჰარი პოტერია“ – „ჰოგვარდსის სკოლა“ ჯადოსნური სამყარო და მეგობრების საოცარი თავგადასავალი. როგორც ჩანს, საკულტო ფილმის მსახიობებს შობა-ახალი წელი ერთმანეთის გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ.
სულ ცოტა ხნის წინ, „დრაკო მალფოის“ სახლში, დიდი შეხვედრა შედგა. მსახიობები მეგობრობას 18 წლის შემდეგაც აგრძლებენ. წვეულებაზე ჰერმიონ გრეინჯერის, ლუნა ლავგუდის, ჯინი უიზლის, ნევილ ლოგბოტომისსა და დრაკო მალფოის როლის შემსრულებლები შეიკრიბნენ და ფოტოები ინსტაგრამის საშუალებით გაგვიზიარეს.
https://www.instagram.com/p/B6OJL8bAU6X/