LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 6-ბალიან შტორმს ელოდებიან

98

სინოპტიკოსები ხვალ  ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიან შტორმს პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, უამინდობა რამდენიმე დღე  შენარჩუნდება.

„ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი სიჩქარით 15 მეტრი წამში. ზღვის ღელვა ხვალიდან 6 ბალამდე მოიმატებს და საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“ – განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საშტორმომდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები