LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს – ივანე მაჭავარიანი

118
ივანე მაჭავარიანი

ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მან ასევე ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

“გაიცა მიწათსარგებლობის რაღაც ნებართვა, რომელიც საშუალებას იძლევა დაიწყოს შესწავლა მიწის, ნიადაგის, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გახდეს, ან არ გახდეს პორტის მშენებლობის საფუძველი. მაგრამ, რადგანაც ანაკლიის თემა პოლიტიზირებულია, მოხდა ამ თემის დრამატიზება, თითქოს ეს ინიციატივა ემუქრება ანაკლიას და ა.შ. მოხდა მოკვლევა, თუ რა ტიპის ბრძანებაა. ითქვა,რომ ეს არ იყო გაცემული სწორად და შესაბამისად, მალევე გაჩერდა. საერთოდ, ის თემა ფოთის პორტი უნდა გაფართოვდეს თუ არა, დაღრმავდეს თუ არა, ასევე არის თუ არა ეს საკითხი ლეგიტიმური იმასთან მიმართებაში, რომ აქეთ ანაკლიას ვეხმარებით, ეს დიდი თემაა და შესაძლოა ამაზე ღირდეს კიდეც საჯარო დისკუსია, მაგრამ კონკრეტულად, ეს ბრძანება თეორიაშიც ვერ შეუქმნიდა ვერანაირ საფრთხეს ანაკლიის პორტს. რომ არ ყოფილიყო ზედმეტი სპეკულაციები და ამ საკითხის ზედმეტად, არასწორი კონტექსტით ტრიალი, მალევე მოხდა ამ ბრძანების გაუქმება,რადგან რაღაც ხარვეზებიც იყო შიგნით. შესაბამისად, ეს ცალკე თემაა, არ მგონია, რომ ბრძანებაზე ფოკუსირება რამეს გვაძლევდეს. ამ შემთხვევაში ის იყო ტექნიკური მომენტი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა. საერთოდ, საკითხი იმისა, რომ ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს ექსპერტების მიერ და არა ამ იდეების დრამატიზირება, დემონიზირება “, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები