LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტის უკან კორპუსები აშენდება: მთავრობა ტერიტორიას ყიდის

148
POTI

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ფოთის პორტის უკან, 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისთვის ახალი აუქციონი გამოაცხადა. მიწის საწყისი ღირებულება 10 მილიონი ლარია.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ტერიტორიის მყიდველმა ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა ააშენოს, ხოლო ამ უძრავი ქონების ნაწილი – 100 ბინა შემდეგ მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს.

საპრივატიზებო თანხის გადახდა მოხდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) თვის ვადაში. აუქციონი 13 დღეში სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები