LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

336
potis-meriaaa

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საქმე ეხება ერთ- ერთი კომპანიის მიერ, 2015-2017 წლებში შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტების შესწავლას.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერი, გოჩა კურდღელია ადასტურებს. მისი თქმით, საუბარია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსურ დოკუმენტებზე.

„გიდასტურებთ, რომ მერიაში შემოსულია ფინანსური პოლიცია და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით. საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო, ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია”,-აცხადებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი და შესწავლა მიმდინარეობს.

„ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება, შემდეგ უკვე შევძლებთ საუბარს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ვერაფერს ვიტყვით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები