LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოსტას ელექტრო თვითმფრინავებით მიიტანენ: რამდენი იქნება ფრენის მანძილი

70
g0-core-pr-08032021-3-web-686-336

გერმანიაში ფოსტას ელექტრო თვითმფრინავებით დაარიგებენ.

საფოსტო გიგანტი DHL გეგმავს, რომ 2024 წლისთვის სატვირთო გადაზიდვების სფერო ელექტრონულ ძრავაზე გადაიყვანოს. მსოფლიოში უნიკალურ სერვისს 1,2 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლება და ფრენის მასშტაბი 815 კილომეტრს შეადგენს.

შედარებისთვის, ორძრავიან სატვირთო ბოინგს მაქსიმუმ 102 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, ფრენის ხანგრძლივობა კი 9200 კილომეტრია.
ასე რომ, თავიდან ელექტრონული თვითმფრინავი გზავნილებს შედარებით მცირე მანძილზე დაარიგებს. საფოსტო კომპანია გეგმავს, რომ 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის დონეს მიაღწიოს.

შესაბამისად, უკვე შეიცვალა მიწის ტრანსპორტიც და DHL მხოლოდ ელექტრონულ ავტომობილებსა და ელექტროსკუტერებს იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები