ავეჯის სალონს „ფორუმი ახალი ნათებისგან“ დაემატა 1500 კვ.მ ფართობის ახალი საგამოფენო პავილიონი. ახალი სივრცის შემატებით, კომპანიამ გაზარდა შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი, მომხმარებელს წარუდგინა რამდენიმე ისეთი ახალი, მსოფლიოში ცნობილი, ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი, როგორებიცაა: Ashley (აშშ), La Forma (ესპანეთი), Furninova (შვედეთი), Composad (იტალია) და სხვა.
კომპანიამ დაამატა ავეჯის ახალი მიმართულებაც, რითაც ახლადგახსნილ შოურუმში მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს ასევე თანამედროვე და გემოვნებიანი სტილის საოფისე ავეჯიც.
შეგახსენებთ, ავეჯის, განათებისა და აქსესუარების სალონი „ფორუმი ახალი ნათებისგან” 2013 წლიდან ფუქნციონირებს და აერთიანებს მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების პროდუქციას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თბილისსა და ბათუმში შეიძონოს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია, მიიღოს ინსპირაცია კონცეფტუალურად მოწყობილ სალონებში და გაეცნოს დიზაინის თანამედროვე მიმართულებებს ამ ინდუსტრიაში, მსოფლიოში წამყვანი ისეთი ბრენდებისაგან, როგორებიცაა: Hülsta, Now! By Hülsta, KOINOR, Gautier, VONDOM, Life, Hacker, Teca, Steinhoff, OZZIO და სხვ.
ერთი მისამართი, უამრავი შესაძლებლობა!
აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი- ლოკაცია, რომელიც აერთიანებს „ახალი ნათების“ ცენტრალურ შოურუმს, ფრანგული ავეჯის სალონს „გოტიე“ და ავეჯის სალონს „ფორუმი ახალი ნათებისგან“
ფორუმი ახალი ნათებისგან
თბილისი-აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ
ბათუმი-ხიმშიაშვილის 1