LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორუმი“ 8 წლისაა – ავეჯისა და აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე ფასდაკლება დაიწყო

81
FB-COVER

15-23 ნოემბრის ჩათვლით, “ფორუმის” 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია მომხმარებელს განახლებულ კოლექციებს და ფასდაკლებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება ყოველ მეორე შენაძენზე და გავრცელდება ავეჯისა და აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე.

„ფორუმი“ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპანია „ახალი ნათების“ მიერ წარმოდგენილი ბრენდია ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების კატეგორიაში, რომელიც „ახალმა ნათებამ“ 2014 წელს წარმოადგინა ბაზარზე. „ფორუმის“ ბრენდის ქვეშ წარმოდგენილია ყველა კატეგორიის ავეჯი, როგორებიცაა – მისაღები ოთახის, საძინებელის, გარე გამოყენების, საოფისე თუ რბილი ავეჯის ფართო ასორტიმენტი, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რაც ყველაზე მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მზადდება. კომპანიის პარტნიორები არიან ავეჯის მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: Gautier, Hulsta, Vondom, Life, Hacker, Furninova, Jilsrta, Wersal, Theca, Ozio Italy და სხვა.

შეგახსენებთ, “ახალი ნათება” ერთ-ერთი პიონერია თავის სფეროში ონლაინ კომერციის დანერგვისა და განვითარების კუთხითაც, ამ მხრივ წელს კომპანიამ ტექნოლოგიურად კიდევ უფრო გაუმჯობესებული და თანამედროვე დიზაინით განახლებული ვებგვერდი – www.newlight.ge წარადგინა. კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე დიზაინის როგორც განათების, ასევე ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, რაც ონლაინ კომერციისათვის თანმდევ აუცილებელ სერვისებთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები