LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა” Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

t

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საინფორმაციო მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.

უკვე მეოთხე წელია, რაც  „ფორტუნა” აღნიშნული პროექტის გენერალური რადიო პარტნიორია. შესაბამისად, რადიოჰოლდინგის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ თამარ ჩიგოგიძეს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე მხარდაჭერისა და საიმედო პარტნიორობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა.

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა, სადაც ტრადიციულად გამოვლინდა გამარჯვებულები განსხვავებულ ნომინაციებში:

  1. კონცეფტუალური სასტუმრო- Quadrum Ski & Yoga Resort;
  2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი – Crowne Plaza Borjomi;
  3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო- Borjomi Likani;
  4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო – Sheraton Batumi Hotel;
  5. THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – Hostel Pushkin 10;
  6. THE BEST VALUE – სტანდარტული ტიპის სასტუმრო – Ramada Encore Tbilisi;
  7. THE BEST VALUE – პრემიუმ სასტუმრო – Radisson Blu Iveria Tbilisi;
  8. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება – Tbilisi Open Air;
  9. საუკეთესო MICE ტურიზმი – Calypso Travel & Event;
  10. საუკეთესო ღვინის ტურიზმი- Château Mukhrani;
  11. საუკეთესო E-ტურიზმი – Travel Guide App;
  12. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი – ETHNO TSISKVILI;
  13. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში – Tbilisi Marriott Hotel;
  14. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი – Barbarestan;
  15. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი – Caucasus Travel;
  16. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი – Nazy’s Guest House;
  17. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – Altihut 3.014
  18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – Wehost;
  19. #მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში – Lopota Lake Resort & Spa;
  20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – თინათინ დუღაშვილი’ ;
  21. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო – ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – გიორგი თავაძე, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტი;
  22. საპარტნიორო ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ტურისტული სტარტაპი –WEHOST;
  23. საუკეთსო მცირე მეღვინეობა – Baia’s Wine.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა 800-მდე სტუმარი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერიის მოადგილე- ილია ელოშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი დანელია, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – გიორგი ქობულიამ,  მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – დაწესებული სპეციალური ჯილდო  გადასცა – გიორგი თავაძეს, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტს.

 “Welcome to Georgia!“- პროექტში წელს მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები და სხვა… თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

მეოთხე წელია პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თანაორგანიზატორი: საქართველოს ბანკი; ოფიციალური მხარდამჭერები – თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი; გენერალური სპონსორი – ალიანს ჯგუფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები