„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა ამ დრომდე „გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისში იმყოფება და სამართალდამცველებს ელოდება.
,,ჩემი უცნაური პატიმრობა გრძელდება. რეალურად პატიმარი ვარ, რადგან ვერ გავდივარ გარეთ, მაგრამ ამავდროულად პატიმარიც არ ვარ, რადგან ჩემთან ჩემი მეგობრები არიან“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ და იქვე დასძინა, რომ სამართალდამცველებისგან ყველა შესაძლო სცენარს ელოდება და თავადაც ყველაფრისთვის მზად არის.