ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ზვიად კორძაძის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სრულად წარმოადგინა ის არგუმენტაცია, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ არავითარ „ფულის გათეთრებას“ ადგილი არ აქვს.