ოფიციალური ბელგრადი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს კოსოვოს კუთვნილების შესახებ სიტუაციის გადაჭრას.
ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსულ ტელეარხ Россия-24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.