ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს მოიცავს. თუმცა, ვაქცინაცია ჩაუტარდება ასევე ყველა იმ პირს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.