აღნიშნული მოთხოვნით, საბურთალოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგი გამართეს.
„სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა განცხადება, რომელიც აღნიშნულმა პიროვნებებმა გააკეთეს, იყო ცილისწამება. მათ ამ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5-5 ათასი ლარი დაეკისრათ.“