რა არის ტექნიკური მთავრობა და როგორ პასუხობს პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
როგორც მენაბდე აღნიშნავს, დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს პირველ რიგში მართლმსაჯულების საკითხი განაპირობებს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეც ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხეა.
"ჩვენი პოლიტიკური ძალები, ქვეყანა რომ ადარდებდეთ, ამ კრიზისის შესაძლებლობად ქცევისთვის უნდა მუშაობდნენ, მაგრამ არამგონია რომელიმე მათგანი პირადი გამორჩენის გარდა, სხვა რამეზე ფიქრობდეს" - წერს მენაბდე.