"ყველას რომ დაესვა კითხვა, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს, უკეთ გამოჩნდებოდა, რომელი მოსამართლე იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას”
გოგიჩაიშვილის თქმით, საჭიროა სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში მოსახლეობას ექნება ნდობა. მისივე შეფასებით, სია, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტისთვის, არის მიუღებელი, არა მარტო ამ მოცემულობისთვის, არამედ მომავლისთვისაც.
"მას არ უჭირს მიიღოს კრიტიკული პოზიცია. არასდროს მიჭირდა მასთან მეთქვა ჩემი პოზიცია. ყოფილა შემთხვევები, მოგვიანებით უთქვამს, რომ ჩემი პოზიცია იყო სწორი"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით დღევანდელ განცხადებაში მთავარ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული - უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას.