სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი.
"საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს "მწვანე პასპორტს", რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
მოსარჩელეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ, გამოსცეს დროებითი ღონისძიება, რომელიც მთავრობას „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით „სამეცინიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ მიღებას დაავალებს.