საუბარია ოპერატიულ რეზერვზე – ანუ მოქალაქეებზე, რომლებსაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი კონტრაქტები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც გადადგნენ სამხედრო სამსახურიდან.
სანქციები მოიცავს პოლიტიკურ, სამხედრო, ბიზნეს და მედია სექტორებს, ეკონომიკურ ურთიერთობებს 2 სეპარატისტულ რეგიონსა და ევროკავშირს შორის, ასევე რუსეთის სახელმწიფოს წვდომას ევროკავშირის კაპიტალისა და ფინანსურ ბაზრებზე", – წერს ბორელი Twitter-ზე.
ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს.