მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, დაწყებული გვაქვს ასევე, მეორადი ქუჩების მოწესრიგება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტი მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს, რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.