ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია არჩევნების ოცივე მუნიციპალიტეტში მოგება, "რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე."
მისი თქმით, თუ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, „მათი მხრიდან მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება იქნება ცენტრალურ მთავრობაზე“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ წნეხს და თავდასხმას ჩვენს მხარდამჭერებზე კვლავ აგრძელებს. ჩვენ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა მათგანის უფლებას დავიცავთ, თუ საჭირო იქნება სასამართლოსაც მივმართავთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.